BBC-ის ინფორმაციით, ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა.
ბერმენი ბერბუკინგემის სასახლეში იმყოფებოდა და მეფე ჩარლზისგან მთავრობის ფორმირების დავალება მიიღო. ახალი პრემიერი პირობას დებს, რომ მოსახლეობას ცხოვრების პირობებს შეუმსუბუქებს.
"მისმა უდიდებულესობამ აუდიენციაზე მიიღო პარლამენტის წევრი, ენდრიუ ბერნემი და სთხოვა მას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება. პარლამენტის წევრმა, ენდრიუ ბერნემმა, მიიღო მეფის შეთავაზება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნისას ხელზე აკოცა", - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
ენდი ბარნემი მანჩესტერის ყოფილი მერია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ თემთა პალატის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
