logo
ENG



გომელაური კიბერთავდასხმაზე:ყველას პასუხიმგებლობაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე შს სამინისტროსი

30 ოქტ 201911:13
3 წუთის საკითხავი
 
r2a14tlmat2onag.jpg

შს მინსიტრი 2 დღის წინ მომხდარ კიბერთავდასხმას ეხმაურებ. გომრლაურის თქმით, მსგავსი შეტევისგან დღეს დაცული არც ერთი ქვეყანა არაა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ყველა უწყება ჩართულია პროცესებში. 

"ეს ყევლა ქვეყანაში ხდება, დაწყებული აშშ-დან და ა.შ. ეს 21-ე საუკუნის მძმე მიამრთულებაა. იყო შეტევა და მუშაობს ერთობლივად ყველა უწყება, ასევე პროცესებში ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორებიც. ყველას პასუხიმგებლობაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ის, რომ დაცული იყო თუ არა, სეიროზული ქვყენების უმაღლეს სტრუქტურებსაც ტეხავენ",- აცხადებს გომელაური. 

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ათასობით ვებგვერდზე, მათ შორსი სამთავრობო საიტებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, კიბერშეტევა შესაძლოა განხორციელებულიყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან. სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოძიება ვებ-გვერდებზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების შეცვლის მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა