logo
ENG



დონალდ ტრამპმა კანადურ იმპორტს 50%-იანი ტარიფები დაუწესა

21 ივლ 202612:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/21/h0xwxd5t4ue0yu6.jpg

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კანადიდან იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს დამატებითი 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაეკისრა. ახალი შეზღუდვები ეხება საქონლის ფართო ასორტიმენტს — ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებიდან და ჰოკეის აღჭურვილობიდან დაწყებული, სამშენებლო ცემენტითა და ალკოჰოლური სასმელებით დამთავრებული.

20 ივლისს ხელმოწერილი სამი განჩინების  მიხედვით, თეთრი სახლი გადაწყვეტილებას ამერიკული სავაჭრო ინტერესების დაცვით ამართლებს. ვაშინგტონი ოტავას ამერიკული პროდუქციის მიმართ „დისკრიმინაციულ პოლიტიკაში“ ადანაშაულებს.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სატარიფო პოლიტიკის მთავარი მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის თანაბარი პირობების შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა: ავტომშენებლობა და ავტონაწილების წარმოება,რძის ნაწარმი,  სოფლის მეურნეობა და ალკოჰოლური სასმელები.

ახალი ტარიფები ძალაში ბრძანების ხელმოწერიდან 30 დღეში შევა.

 


close დახურვა