logo
ENG



შსს: ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი სამმართველოში გამოცხადდა, ის იკითხება

23 ივლ 202602:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/23/9ggg3lqkw47ci5o.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი სამმართველოში გამოცხადდა და ამჟამად, მისი დაკითხვა მიმდინარეობს. 

"ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. 

სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა. 

მომხდარის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. 


close დახურვა