უწყვეტი პროტესტის მონაწილე ექიმს, გიორგი ახობაძეს, ფეისბუკ პოსტის გამო 25-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო დაიბარეს.
8 ივლისს ახობაძე 3000 ლარით დააჯარიმეს. სასამართლოში მას ე.წ. "სქროლვა-სქრინვის" სამმართველო ვატო შაქარაშვილის ფეისბუკზე შეურაცხყოფას ედავებოდა და ამით საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას.
