,,ქართული ოცნების" კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო facebook-ზე ავრცელებს.
როგორც ყოფილი მინისტრი განმარტავს, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. „დამჭირდება მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას. კულტურა ისეთი სფეროა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ შექმნილი ვითარება საშუალებას არ მაძლევს, სათანადო დრო დავუთმო ჩემთვის უძვირფასეს საქმეს,“ — აღნიშნულია განცხადებაში.
თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, მთავრობის წევრებს — მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროს თანამშრომლებს — გაწეული დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ რჩება გუნდის გულშემატკივრად და მათ შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
