logo
ENG



აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცა

29 ივლ 202619:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/29/kaumjrvxify175d.png

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან უკრაინაში თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა ჩაიტანეს, რომელიც ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მუშაობის გასაძლიერებლად და კრიტიკული ობიექტების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული.

უწყების ცნობით, ტვირთი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ჰაბის მეშვეობით რეგიონული სარკინიგზო ფილიალისთვის გადაიგზავნა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰაბიდან თითქმის ყოველდღიურად იგზავნება აღჭურვილობა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რაც რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე როგორც ენერგეტიკული სექტორის, ისე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

„მადლობას ვუხდით აზერბაიჯანსა და კომპანია STP Global Cable-ს უკრაინის მხარდაჭერისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა