BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. ამასთან, მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, მთელ საქართველოში, ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება.
BMG-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს ვანო ზარდიაშვილის შვებულებაში ყოფნას, თუმცა, ელექტროსისტემიდან წასვლას - არა.
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.
