გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეფერხების მიზნით სანქციების სიაში ახალი სუბიექტები დაამატა. 6 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, ახალი შეზღუდვები 13 პირზე, ერთ სუბიექტსა და ექვს ხომალდზე გავრცელდა. სანქცირებულთა შორის მოხვდა რუსეთში რეგისტრირებული ექვსი ბანკი, ინდოეთში დაფუძნებული გემების მმართველი კომპანია და ოთხი რუსული საწარმო, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებადი საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდებაში იყვნენ ჩართულნი.
სანქციების პაკეტის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვები რუსული ბანკებისთვის აქტივების გაყინვასა და მათთვის ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გადახდების დამუშავების აკრძალვას გულისხმობს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთს სანქციების სიაში 3 200-ზე მეტი პირი, ბიზნესი და გემი აქვს შეყვანილი. შეზღუდვების მთავარი მიზანი მოსკოვისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირება და რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვაა.
