logo
ENG



დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყება ბარამიძის საქმეზე გამოძიებას ეხმაურება

07 აგვ 202619:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/07/96d35aqsuz0qwo5.jpg

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ეხმაურება. ე.წ. საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნა გაფრთხილება უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც 1992-1993 წლებში საქართველოს შეიარაღებულ აგრესიასა და ჩადენილ დანაშაულებზე ღიად საუბრობს.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გიორგი ბარამიძის მიერ 1992-1993 წლების მოვლენების საჯარო განხილვისას გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან ომის ტყვეების გაცვლის თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს აფხაზი ომის ტყვეები არ ჰყავდა, რადგან მათ ხვრეტდნენ.

ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოვლენების კონსტრუქციული გადააზრების ნაცვლად, ქართული საზოგადოების ნაწილი ჩადენილი დანაშაულების უარყოფას აგრძელებს, თუმცა, მათივე მტკიცებით, ისტორიული სიმართლის დავიწყება შეუძლებელია და ობიექტური შეფასებები დასტურს ქართული პოლიტიკური ელიტის ნაწილისგანაც იღებს.


close დახურვა