logo
ENG



რუსებმა ხარკოვს და ოდესას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

09 აგვ 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/09/hnhpwhm1nobrhv4.png

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონზე იერიში მიიტანეს. დარტყმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთის იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 12-ს შეადგენს.

ტერეხოვის განცხადებით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში პირდაპირი დარტყმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც შენობის მე-7-დან მე-10 სართულებამდე ნაწილი დაზიანდა. 

გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზე. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესაში დარტყმების შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორივე ქალაქში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


close დახურვა