„გვეუბნებიან, რომ უნდა გავწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა და დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ დავაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ოჯახები გამართულად ცხოვრობდნენ.
რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხდებოდა ამ ყველაფრის მოთხოვნა, რომ ქართული ეკონომიკა დაეზიანებინათ, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავდგათ ისეთ ნაბიჯები, რომლებიც წაადგება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არამხოლოდ ბუნებრივ აირს ყიდულობს, გადახედეთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, რა მონაცემებია ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი“
