სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას, მაჰერ ალ-ასადს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სასამართლოს წინაშე პირადად წარსდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბი, რომელსაც დარაას პროვინციაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ასევე სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ნაჯიბი 2011 წლიდან დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს, რის შემდეგაც ყოფილი პრეზიდენტი ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა.
