საქართველოს პენცენტრი რუსთავის #5 ქალთა დაწესებულების მიერ სამოქალაქო აქტივისტ ნანა სანდერისთვის ლაშა ბუღაძის რომანის, „დამკვირვებლის“ გადაცემაზე უარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რაც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციასაც. პენცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხატვრული ლიტერატურის ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია.
ნანა სანდერი პატიმრობაში 2025 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ლაშა ბუღაძე პირველი ქართველი ავტორია, რომლის მხატვრული ტექსტიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ დაუშვეს.
