logo
ENG



უნგრეთის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა აირჩიეს

11 აგვ 202619:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/11/zdi0g69mt0rp8jt.png

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია.

ბაკას კანდიდატურას მხარი მმართველმა ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია „ტისამ“ დაუჭირა, ხოლო ოპოზიციური „ფიდესის“ დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ფიცის დადების შემდეგ ბაკამ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ პერიოდში „ერთმა პარტიამ სახელმწიფო ჩაიგდო ხელში“.

მისი თქმით, ახალი უნგრეთის შექმნა „შურისძიებაზე“ არ უნდა იყოს დაფუძნებული.

ანდრაშ ბაკას პრეზიდენტად არჩევა პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგიარის მიერ ორბანის მმართველობის პერიოდში შექმნილი პოლიტიკური სისტემის შეცვლისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.


close დახურვა