logo
ENG



ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად

12 აგვ 202619:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/12/f4v6dten0a2coat.jpg

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით 1 თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატა ვიბლიანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვების გავრცელება დაიწყო, სადაც აცხადედა, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ 3 თანასოფლელს სდებს. 


close დახურვა