logo
ENG



სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

13 აგვ 202613:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/13/ycwnbkz232zvgb4.png

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ტვ პირველმა, "შაბათის ეთერით" გაავრცელა. ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა ქმარმა მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით, "მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. 

ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.


close დახურვა