სომხეთში სამართალდამცავებმა კომპანია „გაზპრომ-სომხეთის“ ოთხი თანამშრომელი და ქალაქთმშენებლობის, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ინსპექციის ერთი თანამდებობის პირი დააკავეს. საქმე ეხება სავარაუდო მექრთამეობის ფაქტებს.
როგორც რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ანტიკორუფციულ კომიტეტში განუცხადეს, გამოძიება ეხება ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების გაზმომარაგების პროცესში გამოვლენილი დარღვევების იგნორირებას. კერძოდ, ბრალდებულები ქრთამის სანაცვლოდ უსაფრთხოების დადებით დასკვნებს გაეცემდნენ.
საგამოძიებო უწყებას საქმის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული ხუთი პირიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს — შინაპატიმრობა.
