logo
ENG



ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა

14 აგვ 202623:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/14/er6sy09xz6fdd5d.png

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის ქუჩები დაიტბორა. 

გართულებულია საავტომობილო მოძრაობა. ძლიერი წვიმის ფონზე გზებზე წყალი მოედინება.

კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს. 

მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ.

"14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა