logo
ENG



ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარადგენს

17 აგვ 202611:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/17/32ykvbm6o77oxby.png

ევროკავშირი გეგმავს, უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად გააფართოვოს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

„ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირი დაუჯდა — მათ რუსეთის სამხედრო მანქანას 1 ტრილიონ ევროზე ($1.16 ტრილიონი) მეტი დააკარგვინეს. შემოდგომაზე წარვადგენ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციების სიას“, — აღნიშნა კალასმა.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზეწოლა მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსკოვს ომი არ ექნება დასრულებული.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოსალოდნელი სანქციების კონკრეტული დეტალები ან მიღების ზუსტი ვადები ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.


close დახურვა