logo
ENG



ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს

17 აგვ 202618:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/17/jve0h0rzsh2stmp.png

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. 

როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს იტყვის.

ინაშვილის თქმით, ის ამხელს და ვებრძვის კობახიძეს როგორც "ცილისმწამებელ, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორს და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელს".

"არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხოეციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით!

მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყანის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!", - წერს ინაშვილი. 


close დახურვა