აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე თავისუფალია, ამის შესახებ მისი ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ", - თქვა "ინტერპრესნიუსთან" ფარტენაძემ.
ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე იყო დაკავებული.
