ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, 2000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, იგი იზოლატორიდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
