logo
ENG



ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

19 აგვ 202617:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/19/wmud0ih0tuy3ysb.png

NATO მზად არის ნებისმიერი საფრთხის დასახვედრად და ყველა მოკავშირის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

მისი განმარტებით, NATO შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა ეფექტიანია, რაც პრაქტიკაშიც დადასტურდა. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა მიმდინარე წელს დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ოთხ სხვადასხვა ეპიზოდში წარმატებით მოიგერიეს.

აღნიშნული განცხადება Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ირანი ევროპაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს.


close დახურვა