logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ომს აგებს და სამოქალაქოებს იღებს მიზანში

21 აგვ 202616:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/21/wge7u6qkkbssdh7.png

კიევზე რუსეთის მორიგი მასშტაბური იერიშის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებაზე, რაც ამ ეტაპზე ბლოკისთვის ყველაზე სასწრაფო პრიორიტეტს წარმოადგენს.

„რუსეთი მის მიერვე დაწყებულ ომს აგებს და ამის პასუხად მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს მიზანში“, — დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მორიგ მძიმე თავდასხმას მოჰყვა. 20 აგვისტოს დილას რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა. რამდენიმესაათიანი იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინდუსტრიული ობიექტები, სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვთა საავადმყოფო.

თუკი ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების უმეტესობის უვნებელყოფა უკრაინულმა მხარემ შეძლო, Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტის გამო, ბალისტიკური რაკეტების მოგერიება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ ფონზე, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა უკრაინამ დამატებითი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები მიიღოს და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის აცილება შეძლოს.


close დახურვა