ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, ასევე "რუსეთის ეკონომიკასა და მის “ჩრდილოვან ფლოტზე” ზეწოლა გაგრძელდება.
"მსურველთა კოალიციასთან კოორდინაცია საკვანძოა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების მისაცემად, რათა მხარი დავუჭიროთ მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად მის საჭიროებებს. ევროკავშირი აჩქარებს “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” განხორციელებას საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.
რუსეთის ეკონომიკასა და მის “ჩრდილოვან ფლოტზე” ზეწოლა გაგრძელდება და გაიზრდება. რუსეთი სერიოზულად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ესკალაცია გამოსავალი არაა, დიპლომატიაა გამოსავალი.
შავ ზღვაში უსაფრთხოება უნდა აღდგეს. რუსეთმა უკრაინულ მარცვლეულს დანარჩენ მსოფლიომდე მიღწევის საშუალება უნდა მისცეს. რუსეთის რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
წინ წავიწევთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.
გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ომი დასრულდება, რათა ის აღარასდროს განმეორდეს", - წერს კოშტა სოციალურ ქსელში.
