logo
ENG



ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო

25 აგვ 202618:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/25/2ztzb5gfpbybbk8.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ  ბოლო დღეებში უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო სხვა სახის დახმარების პაკეტები და ახალი ვალდებულებების დადასტურება. 

"უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო. ზუსტად რამდენი - ვერ ვიტყვი, თუმცა ცოტაა და მეტი გვჭირდება. 

ჩვენ მივიღეთ - არ ვიტყვი, რომელი სახელმწიფოსგან - დადასტურება რამდენიმე Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების შესახებ. ასევე მივიღეთ AIM-ის რაკეტები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტებია", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა