„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დაპატიმრებულ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, დაიწყოს „პოლიტიკური ბრძოლა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მათ პარტიას შეუერთდეს. ინაშვილმა ღარიბაშვილი „კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკურ პატიმრად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაა.
ინაშვილმა საჯარო შეთავაზება სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ჩვენი პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული. ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი - დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს, შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი.“
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ქრთამის აღების ბრალდებით პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი თქვა და მიმდინარე მოვლენებს „პოლიტიკური მასკარადი“ უწოდა.
