logo
ENG



ნეპალში მყინვარის ჩამოშლით გამოწვეული სტიქიის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება

28 აგვ 202611:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/28/fypw26wubzdzdbh.png

ნეპალში, ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიური უბედურების შედეგად ვითარება კრიტიკულია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 470-ს გადააჭარბა, ხოლო 1,500-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მეცნიერებისა და გეოლოგიური სამსახურების ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ლანგტანგის ეროვნულ პარკში, 5,000 მეტრის სიმაღლეზე მყინვარისა და კლდის მასის ჩამოშლა გახდა.

ჩამოშლილმა ყინულმა და ქვებმა M5.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი ენერგია გამოათავისუფლა და ბჰოტეკოშისა და ტრიშულის მდინარეებში ტალახისა და წყლის გამანადგურებელი ტალღა წარმოქმნა. 100 კილომეტრის რადიუსში სრულად განადგურებულია გზები, ხიდები, ჰიდროელექტროსადგურები და მთლიანი დასახლებები.

დაკარგულებს შორის ასეულობით უცხოელი ტურისტია სხვადასხვა ქვეყნიდან. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ნეპალის არმია, პოლიცია და ავიაცია, თუმცა ჩანგრეული ინფრასტრუქტურის გამო ზოგიერთ ზონამდე აღწევა კვლავ ჭირს. პარალელურად, სპეციალისტები ახალი წყალდიდობის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ მოსახლეობას, რადგან ჩამოშლილი მასის გამო მდინარის ხეობაში ბუნებრივი კაშხალი წარმოიქმნა.


close დახურვა