logo
ENG



თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

28 აგვ 202615:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/28/el1shy5u4hd81f3.png
 

თბილისის ზღვაში უწყვეტი საძიებო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა — 6-დღიანი ინტენსიური სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 15 წლის უმუდ სოფიევის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი წყალში, 30 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

 პროცესი 6 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპერაციაში ჩართული იყო სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა.

ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და ექსპერტ-კრიმინალისტიკური პროცედურა.

close დახურვა