logo
ENG



დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

31 აგვ 202614:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/31/oehsf2cq8622win.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვალერია კირლიუკს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე მიუთითებდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

კირლიუკი დუმილის უფლებას იყენებს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, კირლიუკმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში მიატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილი დატოვა. ბუავა თბილისში, საკუთარ ბინაში, 28 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება, გარდა განსაცდელში მიტოვებისა, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლებითაც მიმდინარეობს.


close დახურვა