დღეს სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის პროცესი გაიმართა.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გაუქმდა და მისი საქმე არსებითად განსახილველად საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
კირვალიძეს საქალაქომ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
