ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, პროევროპული აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
