logo
ENG



სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან დაიწყება

01 სექ 202610:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/01/bq2o0cl3k9xx79k.png

სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან დაიწყება. პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

"მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: 

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 1-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.


close დახურვა