logo
ENG



ოდესაზე რუსეთის იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

02 სექ 202609:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/02/ke5yntmjb5k5iam.png

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ორი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის რამდენიმე სართულზე ბინები განადგურდა. ასევე დაზიანდა ავტომობილები, საოფისე შენობები და ორი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ადგილზე საგანგებო და ინფრასტრუქტურის აღდგენის სამსახურები მუშაობენ, მიმდინარეობს იერიშის შედეგების შეფასება და ელექტროენერგიის აღდგენა.


close დახურვა