logo
ENG



ნეპალსა და ტიბეტში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 1200 ადამიანს გადააჭარბა

02 სექ 202622:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/02/lvfdx86fgm1wjjj.png

ნეპალსა და ტიბეტში მომხდარი უეცარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალში სულ მცირე 1 204 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 200-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ტიბეტის ტერიტორიაზე ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი დაიღუპა და 541 დაკარგულად ირიცხება. დაკარგულებს შორის ასობით უცხოელი ტურისტია, მათ შორის ინდოეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.

სამაშველო ოპერაციები ნეპალის მთებში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში გრძელდება, სადაც, სავარაუდოდ, ათეულობით მუშაა ჩარჩენილი. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სპეციალურ ჰაერის კამერებში მყოფთა გადარჩენა შესაძლებელი იქნება, თუმცა სხვა ზონებში გადარჩენილების პოვნის შანსი საათობრივად მცირდება.


close დახურვა