რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსეი შევცოვის განცხადებით, მოსკოვს „მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებთან“ რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზება შეუძლია.
ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან.
შევცოვის თქმით, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები უბრალო ვაჭრობიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს. მანამდე, 2025 წელს, შევცოვმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო იმის გამო, რომ მან „შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ტრადიციულ წეს-წყობილებაზე შეტევისა და კავკასიელი ხალხებისთვის უცხო ფსევდოღირებულებების დანერგვისთვის“.
