logo
ENG



ნიკა გვარამია ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას ელოდება

03 სექ 202616:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/0u3pg4691ajsxwl.png

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვისას გამომძიებლებს მისთვის სხვა თემებზე კითხვები არ დასვამთ. გვარამიას თქმით, საქმეზე ორი სავარაუდო სცენარი იკვეთება, საიდანაც ერთი პოლიტიკური პროპაგანდაა, ხოლო მეორე — ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ახალი ბრალის წაყენება.

„მეორე იქნება ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენადაც ვიცი, ახლა ჰკითხავენ მას ციხეში, იქ არიან გამომძიებლები. თვითონაც უნდა აწუხებდეთ ასეთი ბრალდება მდინარაძესა და კობახიძეს, თუ მართლები არიან, თუმცა ღარიბაშვილმაც უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები“, — განაცხადა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმრო წერილს მოჰყვა. წერილში ყოფილი პრემიერი კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობების, მათ შორის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენას ითხოვდა.


close დახურვა