ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომი 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
