logo
ENG



დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

04 სექ 202614:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/04/tp3cdh2uj1pix6b.png

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის დაგეგმვის შესახებ მანამდე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელი დელეგატების ჩამოსვლის წინასწარი თარიღები უკვე შეთანხმებულია და მხარეები შეხვედრისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ.


close დახურვა