logo
ENG



ხარაგაულის მერია: მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვა-ღორღის მასა ცენტრალურ გზებზე ჩამოიტანა

05 სექ 202616:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/05/y806uh36epbcrg4.png

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. 

ინფორმაციის თანახმად, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა.

"მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია.

ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა სრულ მობილიზებაში რჩება. სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც სტიქიის შედეგად გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა