logo
ENG



დონალდ ტუსკმა გერმანიის არჩევნებში AfD-ის გამარჯვება მკაცრად გააკრიტიკა და დაგმო

07 სექ 202612:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/07/g2snrflw3uyhlxl.png

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას ევროპელი ლიდერების მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ AfD-ის ტრიუმფით.

შედეგებს „საშინელი ამბავი“ უწოდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ და აღნიშნა, რომ ეს ეხება ძალას, რომელიც ლიბერალურ და დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჯამინ ჰადადმა მომხდარს ევროპისთვის სერიოზული მომენტი უწოდა, ხოლო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ არჩევნების შედეგები შემაშფოთებელ სიგნალად შეაფასა.


close დახურვა