logo
ENG



კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გულდასაწყვეტი უწოდა და გააკრიტიკა

07 სექ 202613:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/07/a6iines7pgz72v6.png

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ  ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებული გზავნილები შეაფასა.

კალაძის თქმით, ადამიანურად გული წყდება, როდესაც გუნდის ყოფილი ლიდერი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკეთებს მსგავს განცხადებებს. მან აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოიარეს, თუმცა სამწუხაროა იმ მდგომარეობის ყურება, რაშიც ღარიბაშვილმა თავი ჩაიგდო.

რაც შეეხება ოცნების მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, კალაძემ განაცხადა, რომ სპეკულაციებში შესვლას არ აპირებს და მას სრული თანადგომა გამოუცხადა. მან კობახიძეს ღირსეული, პატიოსანი და პროფესიონალი ხელმძღვანელი უწოდა და აღნიშნა, რომ მზადაა გვერდში დაუდგეს მის საქმიანობას.


close დახურვა