თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან.
მათ შორის ჩვენებას აძლევს ბრალდებულის მეუღლე, მაია ჭეიშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარის მიზანია ბრალდების არგუმენტებისა და რომეო მიქაუტაძის ჩვენების სრული გაბათილება. ადვოკატის თქმით, ჩხრეკისას ლილუაშვილისგან არანაირი თანხა ან ძვირფასეულობა არ ამოუღიათ, ხოლო ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება ლილუაშვილმა ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე შეძენილი ფინანსებით შეიძინა.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს და მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
