გერმანიის კანცლერმა და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა საქსონია-ანჰალტის ადგილობრივ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება მძიმედ შეაფასა.
მერცის თქმით, არჩევნების შედეგებმა პარტია საფუძვლიანად შეარყია და ნათლად აჩვენა, რომ როგორც CDU-ში, ისე ფედერალურ მთავრობაში პოლიტიკური კურსის სერიოზული გადაფასებაა საჭირო.
„ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ — ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, — განაცხადა მერცმა. შექმნილი ვითარების საპასუხოდ, კანცლერმა პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, სადაც საქსონია-ანჰალტში მიღებული შედეგების ანალიზი და AfD-ის მზარდ მხარდაჭერასთან გამკლავების სტრატეგია განიხილება.
