საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს.
ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში თავად ავრცელებს. ამასთან, ემი დიაზი კვლავ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
