logo
ENG



უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

08 სექ 202614:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/08/k8gpl14g20x5gio.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. მინისტრის თქმით, აღნიშნული პირები ატარებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუსაბამოა და ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით დადგენილ დიპლომატიურ სტანდარტებს, ხოლო გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ისახავს მიზნად.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ზომისა, ნაბიჯი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს და ბუდაპეშტი რუსეთთან აუცილებელ დიალოგს ურთიერთპატივისცემისა და წესების დაცვის საფუძველზე შეინარჩუნებს.

მომხდარი ასახავს ურთიერთობების დინამიკას პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგარის ახალი მთავრობის პირობებში, რომელმაც ძალაუფლება მიმდინარე წლის მაისში აიღო.

მაისში ბუდაპეშტმა დიპლომატიური საფარის ქვეშ სადაზვერვო ოპერაციების განხორციელების ბრალდებით კიდევ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო იმავე თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი გამოიძმო უკრაინის დასავლეთ ზაკარპატიის რეგიონზე განხორციელებული დრონებით იერიშების გამო, სადაც ეთნიკური უნგრელების დიდი თემი ცხოვრობს, და რუსეთს დაუყოვებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის მშვიდობიანი დასრულებისკენ მოუწოდა.


close დახურვა