საფრანგეთის სამხრეთში, კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმიდან იმპრესიონისტი მხატვრის, პიერ-ოგიუსტ რენუარის, ოთხი ნახატი მოიპარეს. თითოეული ნამუშევრის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი მუზეუმში სამშაბათს დილით შეიჭრა. მათ ორი ნახატის გატანა შეძლეს, თუმცა გაქცევისას კიდევ ორი ნამუშევარი მუზეუმის ბაღში დატოვეს.
მოპარული ნამუშევრებიდან ამ დროისთვის დაკარგულია „ქალიშვილი ჭასთან“ (1886) და „მადამ კოლონა-რომანოს პორტრეტი“ (1910). პოლიციამ მუზეუმის ბაღში „მადამ პიშონის პორტრეტი“ (1895) და „კოკო კითხულობს“ (1905) აღმოაჩინა.
მერის განცხადებით, თავდამსხმელები კარგად იყვნენ აღჭურვილი და მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ორი ჩანთაც აღმოაჩინა, რომლებიც შესაძლოა ეჭვმიტანილებს ეკუთვნოდეთ.
რენუარის მუზეუმი მხატვრის უკანასკნელი სახლია და მის 12 ნამუშევარს, ასევე რენუარის პირად ნივთებს ინახავს.
