logo
ENG



ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

09 სექ 202616:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/09/0er27vnyeziofyb.png

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც ტექნიკური გაუმართაობის გამო რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა.

მაშველებმა ორივე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავი საფრანგეთშია რეგისტრირებული.

თვითმფრინავის ბორტზე ორი ბელგიელი მამაკაცი იმყოფებოდა.


close დახურვა