logo
ENG



მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობას უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს

09 სექ 202621:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/09/dtc8xvbfarbs7gd.png

ოცნების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ევროპული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით დაგეგმილ სამიტში ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ბოჭორიშვილის შეფასებით, აღნიშნული სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც მრავალმხრივ დისკუსიებში ჩასართავად, ისე ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.  ოცნების მინისტრის თქმით, მაღალი დონის ღონისძიებაზე მიწვევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს საერთაშორისო დიალოგში და ქვეყნის ლიდერებს სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან შეხვედრების გამართვის საშუალებას მისცემს.


close დახურვა